1 წლის წინ
"გაგვიმართლა, რომ ორი ასეთი დონის კიპერი გვყავს" - ალეგრის პრესკონფერენცია
"გაგვიმართლა, რომ ორი ასეთი დონის კიპერი გვყავს" - ალეგრის პრესკონფერენცია

მასმილიანო ალეგრიმ "სასუოლოსთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

"კინმა ვარჯიშის დროს კუნთის ტრავმა მიიღო და ხვალ ვერ დაგვეხმარება, სასტარტო შემადგენლობასთან დაკავშირებით კი ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს. ვარჯიშზე ფეხბურთელების ენერგიასა და ფიზიკურ კონდიციებს შევაფასებ, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას მივიღებ.

ვლაჰოვიჩი კარგ ფორმაშია და ხვალ მატჩში მონაწილეობას მიიღებს. მილიკი ნელ-ნელა ფორმას იბრუნებს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

დი მარიამ ლაციოსთან და სპორტინგთან თითქმის შეუცვლელად ითამაშა, კიეზამ კარგი 90 წუთი ჩაატარა, მე მათი თამაშით კამყოფილი ვარ.

შესნი შესაძლოა სათადარიგოთა სკამზე იყოს და დასვენებისთვის მეტი დრო მიიღოს. პერინი ძალიან კარგ ფორმაშია და ჩვენ გაგვიმართლა, რომ ორი ასეთი დონის კიპერი გვყავს", - თქვა ალეგრიმ.


Facebook კომენტარები