1 წლის წინ
"ალეგრი სეზონში 10 მილიონ ევროს იღებს და ეს ყველაფერი უბრალოდ..." - კასანო ალეგრიზე
"ალეგრი სეზონში 10 მილიონ ევროს იღებს და ეს ყველაფერი უბრალოდ..." - კასანო ალეგრიზე

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ "იუვენტუსი" და ალეგრი სასუოლოსთან მატჩის შემდეგ გააკრიტიკა.

"იუვენტუსს თავის გასამართლებელი არანაირი საბუთი აღარ აქვს, ეს უბრალოდ სირცხვილია. 

ჩემი მეგობრების გამო, რომლებიც იუვეს ქომაგობენ, ძალიან ვწუხვარ, გუშინ გუნდმა უბრალოდ საშინელი თამაში აჩვენა და სასუოლოს 5-0 მოგება თავისუფლად შეეძლო.

გუნდს არანაირი იდეა, რითმი, ხასიათი არ აქვს. არ მესმის, როგორ შეუძლია ასეთი შემადგენლობის მქონე გუნდს ასე ცუდად ითამაშოს. ალეგრი სეზონში 10 მილიონ ევროს იღებს და ეს ყველაფერი უბრალოდ სამარცხვინოა, მე გუნდის ქომაგების გამო ძალიან ვწუხვარ", - განაცხადა კასანომ.


Facebook კომენტარები