7 თვის და 3 კვირის წინ

"იუვენტუსი" ქართველი ფეხბურთელით ინტერესდება - უახლესი ინფორმაცია

ავტორი
Aa
ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იტალიური გამოცემის gazzetta dello sport-ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსი" გიორგი მამარდაშვილით არის დაინტერესებული.
"ბიანკონერი" ვოიცეხ შესნის შემცვლელს ეძებს, რომელსაც კონტრაქტი 2024 წელს ეწურება და გაგრძელება ნაკლებად განიხილება.
ქართველმა კიპერმა "ვალენსიასთან" კონტრაქტი ცოტა ხნის წინ 2027 წლამდე გააფორმა და გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო ჩაიწერა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, მისი გაყიდვა ამ ზაფხულშივე მოხდება, რასაც ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოც ადასტურებს.
გიორგის მიმართ ინტერესს ინგლისური გუნდები, მათ შორის, "ტოტენჰემი", "ლესტერი" და "ჩელსი" იჩენენ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 კვირის და 3 დღის წინ

Opta-ს პროგნოზი სერია A-ზე - რომელ ადგილზე გავლენ გუნდები
1 თვის და 2 კვირის წინ

ფაჯოლი: "ფეხების დამტვრევით მემუქრებოდნენ, 3 მილიონის ვალი დამიგროვდა"
1 თვის და 2 კვირის წინ

დოპინგზე ჩავარდნის შემდეგ, პოგბას ხელფასი თვეში 2 ათას ევრომდე შემცირდა
1 თვის და 2 კვირის წინ

შესაძლოა, ბონუჩიც ფაჯოლის საქმეზე დაისაჯოს