1 წლის წინ
ვლაჰოვიჩით გერმანული კლუბი დაინტერესდა - უშვებს, თუ არა სერბს "იუვე"?
ვლაჰოვიჩით გერმანული კლუბი დაინტერესდა - უშვებს, თუ არა სერბს "იუვე"?

იტალიური მედიის ცნობით, "იუვენტუსის" ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის გადაბირებით მიუნხენის "ბაიერნი" დაინტერესდა.

როგორც ნიკოლო სკირა იუწყება, რეკორდმაისტერის პრიორიტეტი ვიქტორ ოსიმენია, მაგრამ ნიგერიელი მაღალი ფასის გამო ვლაჰოვიჩის ტრანსფერს განიხილავენ.

"იუვენტუსი" სერბი ფეხბურთელის გაყიდვას არ გეგმავს, თუმცა, თუ მან წასვლა დააპირა, "იუვე" 90 მილიონ ევროს შესთავაზებს გერმანულ კლუბს.


Facebook კომენტარები