1 წლის წინ
რატომ ჩაიშალა იუვენტუსში კვარაცხელიას ტრანსფერი?
რატომ ჩაიშალა იუვენტუსში კვარაცხელიას ტრანსფერი?

იტალიელი ჟურნალისტები იხსენებენ იმას, რომ "ნაპოლიში" ტრანსფერამდე ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე "იუვენტუსი" მუშაობდა.

ამის შესახებ La Gazzeta dello sport-მა დაწერა:

"საბოლოოდ რატომ არ შედგა იუვეში ტრანსფერი? ეს არ არის დაკავშირებული მხოლოდ ფინანსებთან. 

2021 წლის გვიან გაზაფხულზე იუვენტუსში სტრუქტურული რევოლუცია მოხდა, პარატიჩის წასვლა მოუწია, მენეჯმენტში ცვლილებებით კი პრიორიტეტები და სტრატეგიები შეიცვალა, მათ შორის, კვარაცხელიას ტრანსფერის გეგმაც", - წერს გამოცემა.


Facebook კომენტარები