1 წლის და 7 თვის წინ
ძალიან ახლოს იყო იუვენტუსთან - დეტალები, თუ რატომ ჩაიშალა კვარას ტრანსფერი
ძალიან ახლოს იყო იუვენტუსთან - დეტალები, თუ რატომ ჩაიშალა კვარას ტრანსფერი

იტალიელი ჟურნალისტები იხსენებენ იმას, რომ "ნაპოლიში" ტრანსფერამდე "იუვენტუსი" ხვიჩა კვარაცხელიას შესაძენად ყველაზე ახლოს იყო.

ამის შესახებ La Gazzeta dello sports წერს.

"კვარაცხელია ნამდვილად ძალიან ახლოს იყო იუვენტუსთან. საწყისი ძვრები ჯერ კიდევ მაურიციო სარის სეზონის დროს მოხდა (2019/20 - რედ). 

სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ, რომელიც ახლა ტოტენჰემში მუშაობს, შენიშნა კვარას ტალანტი და მუშაობა დაიწყო. პირველი მცდელობა იყო ანდრეა პირლოსთვის მისი შეძენა ფედერიკო კიეზასთან ერთად, ხოლო მერე 2021 წლის გაზაფხულზე, როდესაც პარატიჩი ცდილობდა ბაიერნისა და ინგლისური კლუბებისთვის დაესწრო. 

ქართველი ტურინშიც იყო ჩასული, სადაც კლუბის სპორტული ბაზა ნახა. მასთან ერთად იყო ფედერიკო კერუბინი, ამჟამად იუვენტუსის სპორტული დირექტორი", - წერს გამოცემა.


Facebook კომენტარები