როგორც იცით, რამდენიმე ტურით ადრე "იუვენტუსს" იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ სერია ა-ს ტურნირში 15 ქულა ჩამოაკლო.
"ბიანკონერის" ხელმძღვანელობამ ბოლომდე იბრძოლა, რათა ეს გადაწყვეტილება შეეცვალა, ამისათვის მათ სასამართლოს მიმართეს, რაც მათსავე გამარჯვებით დასრულდა.
თუმცა ყველაფერი აქ არ დასრულებულა. გამოძიება მიმდინარეობს და შესაძლებელია მომდევნო თვეში გადაწყვეტილება შეიცვალოს, მაგრამ ამ დროისათვის მოპოვებული ინფორმაციით, სასამართლომ მსგავსი სასჯელი სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნია.
გადაწყვეტილების შეცვლაში კვლავ 15 ქულის ჩამოკლება არ იგულისხმება. შესაძლებელია ჯარიმის ოდენობა შემცირდეს და ის 6, ან 8 ქულამდე დავიდეს.
თუმცა, რაც არ უნდა იყოს, ამ მომენტისთვის ტურინელები თავს მშვიდად გრძნობენ. მე-7 ადგილიდან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე გადაინაცვლეს და ევოპის ზონაშიც დაბინავდნენ.