მოგეხსენებათ, რომ ევრო ტურნირების მეოთხედ-ფინალური ეტაპი დასრულდა. ევროპაში 5 იტალიური კლუბი ასპარეზეობდა და 5-ვემ მოახერხა შემდეგ ეტაპზე გასვლა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში იტალიური კლუბი 2017 წლის შემდეგ პირველად იასპარეზებს. ბოლოს ეს "იუვენტუსმა" შეძლო და "რეალთან" 4-1 დამარცხდა.
მილანური დერბის ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალს დაამშვენებს. რაც შეეხება "რომას", პაულო დიბალას გოლის წყალობით რომაელებმა "ფეინორთან" შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანეს და მეტოქეს 2 ბურთიანი სხვაობით მოუგეს, შესაბამისად ისინი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში "ბაიერნ ლევერკუზენს" დაუპირისპირდებიან.
ფინალური ეტაპისთვის ასევე იბრძვის "იუვენტუსიც", რომელმაც "სპპორტინგი" ორი მატჩის ჯამში 2-1 დაამარცხა. მომდევნო ეტაპზე მათი მეტოქე "სევილია" იქნება.
მე-5 იტალიური გუნდი "ფიორენტინაა". "ლურჯმა იებმა" "პოზნანი" დაამარცხეს, კომფერენს ლიგის ნახევარ-ფინალში კი "პლზენს" დაუპირისპირდებიან.
იტალიური კლუბების მსგავსი დომინაცია წლებია ევროპას არ უნახავს.