"სპორტინგთან" მოპოვებული გამარჯვებისა და ევროპა ლიგის ნახევარ-ფინალში გასვლის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ შეხვედრაზე ისაუბრა.
"კარგი დღე იყო, განსაკუთრებით შემდეგ ეტაპზე გასვლა. თუმცა არის რაღაცები, რაზეც უნდა ვიმუშაოთ, განსაკუთრებით შეტევაში. ძალიან გაგვიმართლა. ახლა ევროპა ლიგა უნდა გადავდოთ და სერია ა-ს ოთხეულში ადგილი უნდა გავიმყაროთ.
"ჩემი მოთამაშეების მახასიათებლებიდან გამომდინარე 3 ნახევარმცველით თამაში ძალიან მომწონს, თუმცა საჯარიმოს გარედან საკმარისად არ ვურტყამთ. კიეზა და ალექს სანდრო კარგ ტანდემს ქმნიან.
"რაბიო ძალიან დიდი კალიბრის ფეხბურთელია, მაგრამ კვლავ უნდა განვითარდეს. ის მიზანს უახლოვდება, მაგრამ არ არტყამს, თუმცა დრიბლინგსა და ბურთით მოძრაობაში ძალიან მოუმატა. ყველა ვხედავთ იმას, რომ მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა", - განაცხადა ალეგრიმ.