11 თვის და 1 კვირის წინ
"სპორტინგი" - "იუვენტუსი" | ფეხბურთელთა შეფასებები (კომენტარებით)
"სპორტინგი" - "იუვენტუსი" | ფეხბურთელთა შეფასებები (კომენტარებით)
ავტორი
Aa

"იუვენტუსის" ფეხბურთელებმა "სპორტინგის" წინააღმდეგ კარგი პერფომანსი აჩვენეს და მომდევნო ეტაპსი საგზურიც მოიპოვეს. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს.

შესნი - 6.5: მხოლოდ ერთხელ შეძლეს მისი კარის აღება, დანარჩენ მომენტებში მარტივად ხდებოდა ბურთი მისი ნადავლი.

კუადრადო - 7: კოლუმბიელი ალეგრის საუკეთესო მოთამაშე იყო ამ საღამოს მოედანზე. მთელი ფულით იცავდა და შეტევასაც აქტიურად უერთდებოდა.

დანილო - 6: კარგად იასპარეზა, თუმცა ბურთი ორჯერ უაზროდ დაკარგა.

ბრემერი - 6.5: ტიპიური ძლიერი ბრაზილიელი მცველი, რომელიც საქმეს თითქმის იდეალურად აკეთებს. სამწუხაროდ მოედნის დატოვება ადრე მოუწია და იმედია, მალე დაბრუნდება.

ალექს სანდრო - 5.5: "პორტუს" ყოფილმა მოთამაშემ "სპორტინგს" გოლის გატანის შანსი მისცა, თუმცა ეს შემთხვევა რომ არა, სხვა მხრივ ძალიან კარგად გამოიყურებოდა.

ფაბიო მირეტი -6: ახალგაზრდა ფეხბურთელმა დაცვაში დიდი საქმე გააკეთა და გამჭოლ პასებსაც არ უშვებდა, მაგრამ ფეხით თამაში ცოტა გაუჭირდა.

მანუელ ლოკატელი 6.5: იგი ფაქტობრივად ფარი იყო უკანა ნაწილში.

ადრიენ რაბიო - 6.5: ის ჩვენ გაოცებას არ წყვეტს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ის ფეხბურთელი, რომელიც გულშემატკივარს ასე არ უყვარდა მისი ცუდი პერფომანსის გამო, ახლა გუნდის მთავარი ბომბარდირია და ამ სეზონში ყველაზე მეტი გოლი (11) სწორედ მას აქვს გატანილი ტურინელთაგან.

ანხელ დი მარია - 6: ძალიან ბევრი იმუშავა ბურთის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით ბოლო 1/3-ში. 

ვლაჰოვიჩი -5: მომდევნო უგოლო შეხვედრა სერბისთვის, რომელმაც ბურთს ბადისკენ ვერ უპოვა გზა. 3 შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ გოალდ ვერ გარდასახა.

კიეზა -5.5: ვინგერმა დაცვაში გადაინაცვლა. მისი დრიბლინგით მუდამ გვანებივრებდა.

შეცვლაზე შემოსულები

მილიკი -5.5: მისი შემოსვლის შემდეგ "იუვემ" შეტევაზე ფიქრი მიატოვა, შესაბამისად შანსები არ ჰქონია.

პოლ პოგბა -5.5: ფორმიდან ამოვარდნილია, რამდენჯერმე დაჯარიმდა და ყვითელი ბარათიც მიიღო.

ფედერიკო გატი 6.5: რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მოქმედება, ბრემერი იდეალურად ჩაანაცვლა, მაგრამ წითელ ბარათს ძლივს გადაურჩა.

ფილიპ კოსტიჩი -6: სერბმაც დიდი როლი გასწია დაცვაში და სანდროს ეხმარებოდა მეტოქის საშიში შეტევის ჩაშლაში.


Facebook კომენტარები