"იუვენტუსის" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ ევროპის ჩემპიონატის მომდევნო მეტოქესა და დაბრუნებულ 15 ქულაზე ისაუბრა.
"დღეს ნამდვილად გაგვიმართლა, უფრო უნდა შეგვეტია, მაგრამ ამას გავაუმჯობესებთ. ბოლო ნაწილში განსაკუთრებით გაგვიჭირდა, თუმცა მეორე ტაიმი პირველზე გაცილებით უკეთესი იყო.
"მშვენიერი დღე გაგვითენდა, 15 ქულის დაბრუნებასთან ერთად ევროპა ლიგის ნახევარ-ფინალის საგზურიც მოვიპოვეთ, რაც მარტივი ნამდვილად არ იყო. ბოლო 4 შეხვედრიდან 3 წავაგეთ, ჩვენი მიზანი იმ ადგილის გამყარებაა, სადაც ახლა ვართ, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
"სიმართლე გითხრათ, ვიცოდი, რომ "სევილია" მოიგებდა, რადგან ეს ის გუნდია, რომელიც კარგად თამაშობს, დრიბლინგიც კარგად გამოდსით და ამ ტურნირზე დიდი გამოცდილება აქვს, მათ ხომ რამდენჯერმა აღმართეს ეს თასი.
"ბოლო შეხვედრის მოგების ფავორიტად სწორედ ესპანელებს მივიჩნევდი. ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ მე ასე ვგრძნობდი", - განაცხადა ალეგრიმ.