1 წლის წინ
რა გეგმა აქვს "იუვენტუსს" მამარდაშვილთან დაკავშირებით
რა გეგმა აქვს "იუვენტუსს" მამარდაშვილთან დაკავშირებით

როგორც იტალიური გამოცემა gazzetta dello sport იუწყება, ტურინის "იუვენტუსი" გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერით არის დაინტერესებული.

"ბიანკონერი" ვოიცეხ შესნის შემცვლელს ეძებს, რომელსაც კონტრაქტი 2024 წელს ეწურება და გაგრძელება ნაკლებად განიხილება.

ქართველ მეკარეს "ვალენსიასთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა.

გიორგის მიმართ ინტერესს "ტოტენჰემი", "ლესტერი" და "ჩელსიც" იჩენენ.


Facebook კომენტარები