1 წლის და 7 თვის წინ
ალეგრი: "მეცინება, მათ არაფერი იციან!"
ალეგრი: "მეცინება, მათ არაფერი იციან!"
ავტორი
Aa

"ნაპოლისთან" დაძაბულ ბრძოლაში მარცხის შემდეგ "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ვრცელი ინტერვიუ შემოგვთავაზა.

"ბიჭებს ტაში უნდა დავუკრათ გაწეული სამუშაოსთვის. ეს წელი ძალიან დაგვეხმარება გაზრდაში. შემდეგ სეზონში სკუდეტოსთვის ვიბრძოლებთ.

"ვწუხვარ, რომ ასეთი შეხვედრა წავაგეთ, უკეთ შეგვეძლო რაღაცეების გაკეთება. ამ მომენტისთვის ორი ტექნიკური ფეხბურთელის საჭიროება იყო, ერთი, რომელსაც 1-1ზე თამაში შეეძლო, კიეზას კარგი მომენტი ჰქონდა ლოზანოსთან, მაგრამ ბურთი დაკარგა, თუმცა გუნდმა კარგად ითამაშა.

"ბოლო მომენტში თავს განსაკუთრებულად უნდა იცავდე, მაგრამ ფეხბურთელები მოწინააღმდეგის ნახევარზე დარჩნენ და გოლი გავუშვით. მსაჯების შეცდომა? რაც არ უნდა იყოს, გადაწყვეტილება მიიღეს და ამას უნდა შევეგუოთ, დამატებითი ენერგიის დახარჯვა არ გვჭირდება.

"ნამდვილად არაა რაიმის ახსნა საჭირო, არბიტრები თავიანთ სამუშაოს კარგად ართმევენ თავს, ფაბრიმ კარგადა წაიყვანა მატჩი და ამას ვულოცავ. მირეტისა და ზოულეს თავიდანვე მოუწიათ დაწყება, მინდოდა დამენახა, თუ როგორ გაიზარდნენ და შედეგიც აშკარაა, ისინი ახლა ბევრად სხვა დონეზე არიან.

"წელს დიდი სირთულეები გვქონდა, 15 ქულა ჩამოგვაკლეს, მაგრამ ახლა 59 გვაქვს. 3 ქულით "მილანს" ვუსწრებთ, თუ არ ვცდები, 5-ით -  "ინტერს". ეს არ გაძლევს მოდუნების საშუალებას მომდევნო შეხვედრებში.

"ბიჭებს შესვენება უნდა მივცეთ. მესმის რას ლაპარაკობს ხალხი და მეცინება, იმიტომ, რომ მათ არაფერი იციან. 

"მომდევნო გეგმა? მეორე ადგილის დაკავებაა, ამისი შანსი გვაქვს. ეს წელი იმდენად დაგვეხმარება გაზრდაში, რომ მომავალ სეზონს საჩემპიონოდ ვიბრძოლებთ" , - განაცხადა ალეგრიმ. 





Facebook კომენტარები