ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ნაპოლი" ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე "მოთხოვნადი" გუნდი იქნება, რადგან ნეაპოლელთა შემადგენლობის საკვანძო ფიგურებით ევროპის მრავალი კლუბია დაინტერესებული.
თუ Calciomercato-ს დავუჯერებთ, კამპანიას რეგიონისკენ თვალი "იუვენტუსსაც" გაექცა. "ბებერი ქალბატონი" გეგმავს, რომ ზაფხულში "ნაპოლიდან" მექსიკელი შემტევი, ირვინ ლოსანო და სპორტული დირექტორი, კრისტიან ჯუნტოლი წაიყვანოს.
AreaNapoli-ის ცნობით, პიემონტელთა გულშემატკივრები კლუბის ამ ზრახვებს არ მიესალმებიან. უპირველეს ყოვლისა, ეს ჯუნტოლის კანდიდატურას ეხება, რადგან "ზებრებს" სპორტულ დირექტორად მათი ლეგენდის, ალესანდრო დელ პიეროს ხილვა სურთ.
რაც შეეხება ლოსანოს, "იუვეს" გულშემატკივრებს იგი გადაფასებულ მოთამაშედ მიაჩნიათ.
შეგახსენებთ, რომ ირვინში "ნაპოლიმ" 2019 წელს "პსვ-ს" 42 მილიონი ევრო გადაუხადა. მიმდინარე სეზონში მექსიკელმა 38 მატჩი ჩაატარა, სადაც 4 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა თავი.