1 წლის წინ
"იუვეს" სავარაუდო შემადგენლობა "ინტერთან" მატჩისთვის
"იუვეს" სავარაუდო შემადგენლობა "ინტერთან" მატჩისთვის
ავტორი
Aa

კოპა იტალიის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში ტურინის "იუვენტუსი" "ჯუზეპე მეაცაზე" მილანის "ინტერს" დაუპირისპირება.

აღსაღნიშნავია, რომ ტურინელებს დუშან ვლაჰოვიჩი მცირე ტრავმის გამო გამოაკლდებათ.

რაც შეეხება მის შემცვლელს, პრესაში ფილიპ კოსტიჩს მოიაზრებენ, რომელიც სერბი ფორვარდისგან განსხვავებით, მარცხენა ფლანგს ჩაიბარებს.

შეგახსენებთ, რომ პირველი დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, "იუვე" "ნერაძურის" წინააღმდეგ ასეთი სასტარტო 11-ეულით ითამაშებს:

მეკარე: პერინი 

მცველები: ბრემერი, ბონუჩი, დანილო; 

ნახევარმცველები: დე შილიო; მირეტი, ლოკატელი, რაბიო, კოსტიჩი; 

შემტევები: დიმარია, კიეზა. 


Facebook კომენტარები