11 თვის და 1 კვირის წინ
დი მარციომ ნეაპოლელებს ჩემპიონობა ჩაუშხამა: "ჯუნტოლი იუვენტუსში გადავა"
დი მარციომ ნეაპოლელებს ჩემპიონობა ჩაუშხამა: "ჯუნტოლი იუვენტუსში გადავა"
ავტორი
Aa

33-წლიანი მშრალი სერიის შემდეგ, "ნაპოლიმ" სერია ა მოიგო, რაშიც დიდი წვლილი კლუბის სპორტულ დირექტორს კრისტიან ჯუნტოლის მიუძღვის.

იტალიელმა შესანიშნავი გუნდია ააწყო და ლიდერების წასვლის მიუხედავად, გუნდს ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა, თუმცა, როგორც ჩანს, ის კლუბს ტოვებს.

აღნიშნულ საკითხზე გავლენიანმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ ისაუბრა, რომლის თქმითაც, ჯუნტოლი "იუვენტუსს" შეუერთდება.

"ნაპოლი ახლა კრისტიან ჯუნტოლის დაკარგვის რისკის ქვეშაა. ის გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია, ლუჩანო სპალეტისთან და აურელიო დე ლაურენტისთან ერთად.

ვთვლი, რომ ჯუნტოლი ნაპოლის სპორტული დირექტორი აღარ იქნება და იუვენტუსში წავა, რადგან მას ახალი გამოწვევის მიღება სურს.

ახლა დე ლაურენტისმა უნდა სცადოს, რომ სპალეტი მაინც შეინარჩუნოს და მას გარანტიები მისცეს", - განაცხადა დი მარციომ Sky Italy-სთან.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი სწორედ ჯუნტოლის გადაწყვეტილება იყო.


Facebook კომენტარები