1 წლის და 6 თვის წინ
"იუვენტუსის" მოთხოვნა ჯუნტოლის - რა სურს ტურინულ კლუბს
"იუვენტუსის" მოთხოვნა ჯუნტოლის - რა სურს ტურინულ კლუბს
ავტორი
Aa

Sportitalia-ს ჟურნალისტი სარედაქციო წერილში ამტკიცებს, რომ „ნაპოლის“ სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის „იუვენტუსში“ გადასვლა გადაწყვეტილია, ტურინული კლუბის მეპატრონემ, ჯონ ელკანმა კი მას პირველ მოთხოვნად ახალი ხვიჩა კვარაცხელიას აღმოჩენა წაუყენა.

„ჯონ ელკანი პატივისცემით აფასებს „ნაპოლიში“ კრისტიანო ჯუნტოლის საქმიანობას და განაცხადა, რომ მას ბევრი ვარიანტი აქვს. ნეაპოლელთა სპორტულმა დირექტორმა კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა – მან უნდა მოძებნოს სწორი ფორმა, რომ წავიდეს კლუბიდან, სადაც რვა წელია მუშაობს. თუმცა, ტურინში დარწმუნებულები არიან, რომ ნეაპოლიტანური სკუდეტოს ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი პირველ ივლისს თავის ახალ ოფისში, „იუვენტუსის“ ბაზაზე შეაბიჯებს.

„იუვენტუსში“ კრისტიანო ჯუნტოლის გადასვლის შემთხვევაში ჯონ ელკანის პირველი მოთხოვნაა, რომ ახალ თაობას გზა ფართოდ გაუხსნას – ფაგიოლი, მირეტი, სოულე, ბარენეჩეა, ილინგ ჯუნიორი, ბარბერი აჩვენებენ, თუ რამდენად შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება იყო 2018 წელს მეორე გუნდის ჩამოყალიბება. და ბოლოს ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ელკანი ჯუნტოლის, რომელმაც ნეაპოლში კვარაცხელია ჩაიყვანა, ახალი ხვიჩას აღმოჩენას სთხოვს“, – წერს ქსავიერ იაკობელი


Facebook კომენტარები