11 თვის და 1 კვირის წინ
"რეალი" "იუვენტუსის" ფეხბურთელით ინტერესდება - ახალი სატრანსფერო ცნობები
"რეალი" "იუვენტუსის" ფეხბურთელით ინტერესდება - ახალი სატრანსფერო ცნობები
ავტორი
Aa

როგორც ბოლო დროს დაიწერა, თუ ტურინის "იუვენტუსი" დუშან ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ სარფიან წინადადებას მიიღებს ის გაყიდება. 

გავლენიანი ესპანური გამოცემა "Diarios" მადრიდის "რეალის" სერბისადმი ინტერესსზე ინფორმაციას აქვეყნებს. 

როგორც იწერება, "ბლანკოსში" ცენტრფორვარდი, შეტევის გაძლიერების კარგ ვარიანტად მიაჩნიათ. 

წყაროს ცნობით, კლუბებს შორის კარგი ურთიერთობაა.

აქვე მოგახსენებთ, რომ დუშანს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 41 შეხვედრაში 14 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს. 



Facebook კომენტარები