7 თვის და 1 კვირის წინ
"იუვენტუსი" "რეალის" ფეხბურთელით ინტერესდება - sky sports
"იუვენტუსი" "რეალის" ფეხბურთელით ინტერესდება - sky sports
ავტორი
Aa

Sky sports - ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუვენტუსი" მადრიდის "რეალის" ფეხბურთელით, ლუკას ვასკესით ინტერესდება.

წყაროს მტკიცებით, ესპანელი მარჯვენა მცველი მზადაა ახალი გამოწვევებისთვის და სურს იტალიაში თამაში, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.

"ბებერი ქალბატონის" ახალი სპორტული დირექტორი, რომელიც დიდი ალბათობით ჯუნტოლი იქნება, მიიღებს გადაწყვეტილებას ახალ ტრანსფერებზე.

ამ მომენტისთვის ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესპანელი მარჯვენა მცველი ტურინელთა რადარზეა.


Facebook კომენტარები