10 თვის და 4 კვირის წინ
დათანხმდება თუ არა ალეგრი "ალ ჰილალის" შემოთავაზებას - რომეო აგრესტი
დათანხმდება თუ არა ალეგრი "ალ ჰილალის" შემოთავაზებას - რომეო აგრესტი
ავტორი
Aa

მასიმილიანო ალეგრის "ალ ჰილალმა" 3 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, წლიურად კი ხელფასის სახით 20 მილიონი ევრო.

რომეო აგრესტის ცნობით, იტალიელ სპეციალისტს არაფერი არ გადაუწყვეტია და ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა, თუ რას აპირებს.

წყაროს თუ დავუჯერებთ, "მედ მაქსს" ერთად ის პრობლემა აქვს, რომ არ სურს დატოვოს თავისი ოჯახი და წავიდეს არაბეთში, ასევე იგი აცნობიერებს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ევროპულ ფეხბურთში დაბრუნების შანსი პრაქტიკულად აღარ იქნება.

ბოლო ცნობებით, ალეგრიმ პირველი შეთავაზება "ალ ჰილალისგან" უარყო და ელოდება ახალ, გაუმჯობესებულ შეთავაზებას. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.


Facebook კომენტარები