10 თვის და 3 კვირის წინ
GAZETTA DELLO SPORT - მიქაუტაძით ახალი კლუბი ინტერესდება
GAZETTA DELLO SPORT - მიქაუტაძით ახალი კლუბი ინტერესდება
ავტორი
Aa

გიორგი მიქაუტაძემ "მეცის" ლიგა 1-ში დაბრუნებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, სწორედ ამიტომ მისით არაერთი ევროპული კლუბი ინტერესდება.

ქართველი შემტევი დიდი ალბათობით ზაფხულში გუნდს შეიცვლის და რამდენიმე საათის წინ ახალი ვარიანტი გამოჩნდა იტალიაში, სადაც მიქაუტაძემ შესაძლოა კარიერა გააგრძელოს.

Gazzeta dello sport - ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" აკვირდება ქართველი ფორვარდის სიტუაციას.

წყაროს ინფორმაციით, მისი ფასი 5-10 მილიონი ევრო იქნება და საინტერესოა გადაწყვიტავს თუ არა "ბებერი ქალბატონი" ამ თანხის გადახდას.

ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული ინფორმაცია არ არის, სულ მალე გვეცოდინება რას დააპირებს ტურინული კლუბი.


Facebook კომენტარები