10 თვის და 2 კვირის წინ
როდისთვის ელიან ვეას ტურინში - რომეო აგრესტის ცნობა
როდისთვის ელიან ვეას ტურინში - რომეო აგრესტის ცნობა
ავტორი
Aa

ტიმოტი ვეა "იუვენტუსის" ფეხბურთელი უახლოეს დღეებში გახდება - ამ ინფორმაციას არაერთი გავლენიანი წყარო ადასტურებს.

რომეო აგრესტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ კვირაში ამერიკელი შემტევის ტურინში ჩამოსვლა და კონტრაქტზე ხელის მოწერა არის მოსალოდნელი.

კერძოდ ხუთშაბათს, ან ოთხშაბათს, ვეა უკვე იტალიაში უნდა იყოს და ოფიციალურად გახდეს შავ-თეთრების შემტევი.

აქვე გეტყვით, რომ "ბიანკონერიმ" იგი 10-12 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა ფრანგული "ლილიდან".


Facebook კომენტარები