10 თვის და 1 კვირის წინ
"მანჩესტერი" "იუვესთვის" ფეხბურთელის წართმევას ცდილობს - უახლესი ცნობა
"მანჩესტერი" "იუვესთვის" ფეხბურთელის წართმევას ცდილობს - უახლესი ცნობა
ავტორი
Aa

La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტის ჯოვანი ალბანესეს ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" თავისუფალი აგენტის ტრანსფერზე მუშაობს.

კლუბი ადრიენ რაბიოს წარმომადგენლებს დაუკავშირდა. რამდენიმე დღეში, ფრანგ მოთამაშეს "იუვენტუსთან" კონტრაქტი ეწურება.

რაბიოს იტალიელებმა ახალი ხელშეკრულება შესთავაზეს, თუმცა მას თანხმობა ჯერაც არ უთქვამს და კლუბის დატოვებაზე ფიქრობს.

"იუნაიტედს" ფრანგის დამატება გასულ ზაფხულსაც სურდა, მაგრამ გარიგება მაშინ არ შედგა, ინტერესი კი კვლავაც დარჩა.

ერიკ ტენ ჰაგს ნახევარდაცვის გაძლიერება სურს, რაბიოს კი ერთ-ერთი კანდიდატად მიიჩნევს.


Facebook კომენტარები