1 წლის და 2 თვის წინ
ჯუნტოლი და ალეგრი ამ ტრანსფერზე თანხმდებიან - უახლესი ცნობა
ჯუნტოლი და ალეგრი ამ ტრანსფერზე თანხმდებიან - უახლესი ცნობა
ავტორი
Aa

ჯუნტოლი სულ მალე "იუვენტუსის" ახალი სპორტული დირექტორი გახდება, გუნდი უახლოეს დღეებში მას ოფიციალურად წარადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, მას უკვე ჰქონდა საუბარი მასიმილიანო ალეგრისთან, რა დროსაც საზაფხულო გეგმებზე დაილაპარაკეს.

იტალიური გაზეთების ცნობით, ორივე მხარე თანხმდება, რომ სერგეი მილენკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება ამ სატრანსფერო ფანჯარაზე.

ჯერჯერობით სანდო წყაროები არ წერენ იმის შესახებ, თუ რამდენად არის ამ ტრანსფერის განხორციელების შანსი, თუმცა შავ-თეთრების ინტერესი აშკარაა.


Facebook კომენტარები