დი მარციო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ავტორიტეტული ჟურნალისტია იტალიაში, ახალ ინფორმაციას ავრცელებს "იუვენტუსთან" დაკავშირებით.
წყაროს მტკიცებით, შავ-თეთრების სატრანსფერო ფანჯარა ამ ზაფხულს მთლიანად ფედერიკო კიეზასა და დუშან ვლაჰოვიჩის მომავალზე იქნება დამოკიდებული.
არცერთი მათგანის გაყიდვას არ აპირებს "ბებერი ქალბატონი", თუმცა აქ არის მეორე მხარე, რის შესახებაც აუცილებლად უნდა ვიყოთ ინფორმირებული.
როგორც იტალიელზე, ისევე სერბზე მეგა შეთავაზების მიღების შემთხვევაში ტურინული გიგანტი დაიწყებს ფიქრს და შესაძლოა გაყიდოს კიდევაც რომელიმე, სწორედ ამის შემდეგ "ბიანკონერის" სატრანსფერო გეგმები სრულიად შეიცვლება.
ასე და ამგვარად, ახლა არავინ იცის რა მოხდება. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ კიეზას და ვლაჰოვიჩის გაყიდვა არ განიხილება, "იუვე" მხოლოდ ძალიან დიდ შეთავაზებაზე დაფიქრდება.