1 წლის და 4 თვის წინ
ბონუჩი ამ გადაწყვეტილებით აღშფოთებულია - რა აცნობა ლეონარდომ მეგობრებს
ბონუჩი ამ გადაწყვეტილებით აღშფოთებულია - რა აცნობა ლეონარდომ მეგობრებს
ავტორი
Aa

კრისტიან ჯუნტოლის და მასიმილიანო ალეგრის გადაწყვეტილებით, ლეონარდო ბონუჩი "იუვენტუსს" დატოვებს.

გავლენიანი წყაროების ინფორმაციით, იგი არ წაყვება ტურინულ კლუბს ამერიკის ტურნეზე, დარჩება იტალიაში და დაიწყებს ახალი კლუბის ძებნას.

იტალიელი მცველი "ბიანკონერის" ამ გადაწყვეტილებით აღშფოთებულია, მას უნდა კიდევ ერთი წლით დარჩენა შავ-თეთრებში და შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა კლუბიდან, თუმცა ლეოს ხელფასის გამო "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მისი წასვლის დროა.

საბოლოოდ ჯერ კიდევ უცნობია დატოვებს თუ არა 100% ტურინს ბონუჩი, თუმცა სწორედ ეს არის "იუვეს" მიზანი.


Facebook კომენტარები