1 წლის და 4 თვის წინ
ლუკაკუ "იუვენტუსში" - დეტალები ბოლო საათების სენსაციურ ინფორმაციაზე
ლუკაკუ "იუვენტუსში" - დეტალები ბოლო საათების სენსაციურ ინფორმაციაზე
ავტორი
Aa

"იუვენტუსი" დუშან ვლაჰოვიჩის გაყიდვას განიხილავს, თუმცა ამისთვის მსურველმა გუნდმა, როგორც მინიმუმ, 80-85 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

გავლენიანი ჟურნალისტის, დი მარციოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბიანკონერი" უკვე ეძებს სერბი ფორვარდის შემცვლელს და ერთ-ერთ ვარიანტად რომელი ლუკაკუ დასახელდა.

წყაროს მტკიცებით, ბელგიელმა "ინტერის" შეთავაზება უარყო და "ბიანკონერის" შეუთანხმდა პირად კონტრაქტზე. 

ეს ნამდვილად შოკისმომგვრელი იყო, რადგან ლუკაკუს არაერთხელ უთქვამს, რომ ტურინულ კლუბში არასდროს ითამაშებდა.

ასე და ამგვარად, რომელუ ერთ ნაბიჯშია "იუვესთან" და დუშანის წასვლა ამ ყველაფერს უფრო და უფრო რეალურს გახდის.


Facebook კომენტარები