7 თვის და 1 კვირის წინ
ვლაჰოვიჩის მომავალი - დატოვებს თუ არა სერბი "იუვენტუსს"
ვლაჰოვიჩის მომავალი - დატოვებს თუ არა სერბი "იუვენტუსს"
ავტორი
Aa

"პსჟ" მიუხედავად დიდი სურვილისა გამოეთიშა ბრძოლას ჰარი კეინისთვის, იტყობინება ავტორიტეტული და გავლენიანი ჟურნალისტი მათ ლოუ.

წყაროს მტკიცებით, ახლა პარიზული კლუბი მთლიანად გადართული იქნება დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე და ყველაფერს იზამს სერბის ხელში ჩასაგდებად.

თავის მხრივ, "ბებერი ქალბატონი" მზადაა, რომ 80-85 მილიონიან შეთავაზებაზე დათანხმდეს ფრანგულ კლუბს და გაყიდოს ახალგაზრდა შემტევი.

თავად ფეხბურთელი უარს არ იძახის "პსჟ"-ში გადასვლაზე, თუმცა ჯერ არ ვიცით რა მოხდება. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად იაქტიურებს ფრანგული გრანდი.


Facebook კომენტარები