9 თვის და 2 კვირის წინ
ჭორი თუ სიმართლე - რამდენად ახლოს არის კვარაცხელია "ნიუკასლთან"
ჭორი თუ სიმართლე - რამდენად ახლოს არის კვარაცხელია "ნიუკასლთან"
ავტორი
Aa

ბოლო დღეებში მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ "ნაპოლის" 82 მილიონი ევრო შესთავაზა "ნიუკასლმა".

ეს ინფორმაცია corriere dello sport - მა გაავრცელა, ეს წყარო კი დიდად სანდოობით ნამდვილად არ გამოირჩევა, ამას არაერთი ფაქტი ადასტურებს.

ამ მომენტისთვის, ყველანაირი სანდო გამოცემა თუ წყარო ჩუმადაა და ქართველის მომავალთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ წერენ.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი, ამ მომენტისთვის, სიმართლეს არ შეესაბამება. 

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ხვიჩა "ნაპოლის" ტრენინგზე უახლოეს დღეებში შეუერთდება და დაიწყებს პრე-სეზონს, იგი ახლა კონცენტრირებული მხოლოდ და მხოლოდ "პარტენოპეიზეა".


Facebook კომენტარები