7 თვის და 1 კვირის წინ
რონალდუს თამამი განცხადება: "როდესაც იუვენტუსში გადავედი..."
რონალდუს თამამი განცხადება: "როდესაც იუვენტუსში გადავედი..."
ავტორი
Aa

"ალ-ნასრისა" და "სელტას" ამხანაგური მატჩის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ მედიასთან ისაუბრა.

პორტუგალიელი ლეგენდის თქმით, მან საუდის არაბეთის კარი გახსნა და ახლა სხვა ფეხბურთელები ამიტომ მიდიან იქ სათამაშოდ.

"კრიშტიანუმ გახსნა ახალი კარი და ახლა სხვა ფეხბურთელები უკან მომყვებიან.

ჩემი გადაწყვეტილება, რომ მოვსულიყავი აქ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალი ფეხბურთელების მოსაზიდად და ეს ფაქტია.

როდესაც იუვენტუსში გადავედი, სერია ა მკვდარი იყო, ჩემი გადასვლის შემდეგ კი.. გაცოცხლდა.

სადაც მივდივარ, იქ დიდ ინტერესს ვაღვივებ", - თქვა რონალდუმ.


Facebook კომენტარები