1 წლის და 3 თვის წინ
BREAKING: ჯუნტოლი პირველ ტრანსფერს ხურავს - უახლესი ინფორმაცია
BREAKING: ჯუნტოლი პირველ ტრანსფერს ხურავს - უახლესი ინფორმაცია
ავტორი
Aa

"ბარსელონა" და "იუვენტუსი" ფრანკ კესიეს თაობაზე შეთანხმებას უახლოვდებიან, - იუწყება SPORT.

კატალონიურ გრანდს 26 წლის ნახევარმცველის გაყიდვა უნდოდა, მაგრამ "ზებრებს" მისი სატრანსფერო თანხის ახლა გადახდა არ შეუძლიათ.

წყაროს თანახმად, კესიე "ბიანკონერის" იჯარის წესით შეუერთდება. ტურინულ კლუბს გამოცდილი შუახაზელის 12-14 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება.

ერთადერთი, რაც გარიგების გაფორმებამდეა დარჩენილი, ფრანკის თანხმობაა.

დიდი ალბათობით, კესიე პიემონტურ კლუბში გადაბარგებას დასთანხმდება, რადგან მას იტალიაში დაბრუნება ისედაც სურდა.

შეგახსენებთ, რომ კოტ-დ'ივუარელი ნახევარმცველი "ბარსამ" 2022 წლის ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. გასულ სეზონში მან 3 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები