1 წლის და 2 თვის წინ
"იუვენტუსის" სატრანსფერო სიახლეები - 31 აგვისტო
"იუვენტუსის" სატრანსფერო სიახლეები - 31 აგვისტო
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ში სატრანსფერო ბაზარი პირველ სექტემბერს იხურება. "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ ისინი ტრანსფერებზე აღარ მუშაობენ, მაგრამ კონკრეტული იტალიური წყაროები სხვა რაიმეს ამტკიცებენ.

არის ალბათობა იმისა, რომ ფილიპ კოსტიჩმა კლუბი სასწრაფო წესით დატოვოს. მისი მსურველების სიაში "გალათასარაი" და "რომა" არიან.

რაც შეეხება ბონუჩის. იტალიელ მცველს კლუბმა განუცხადა, რომ თუ გუნდს არ დატოვებს, იგი ყველასთან ვარჯიშს ვერ შეძლებს და მატჩსაც ვერ უყურებს სტენდიდან.

ლეონარდოს მსურველები გამოუჩნდნენ და მათ შორის არის "რომაც", მაგრამ ტურინელები შემოთავაზებას "ლაციო" და "ჯენოასგანაც" ელოდებიან. ამ ყველაფერს რომეო აგრესტიას იუწყება, მაგრამ არის სხვა ცნობებიც.

SKY SPORT-ის მტკიცებით, ბონუჩის ერთი ნაბიჯიღა აშორებს "იუნიონ ბერლინში" ტრანსფერამდე.

ალბათ გახსოვთ, რომ მარკო პიაცა  კვლავ "იუვენტუსის" ფეხბურთელია. "ბიანკონერის" სურს, ხორვატი ფეხბურთელი საბოლოოდ გაყიდოს. მსურველებს შორის არის "რიეკა".



Facebook კომენტარები