1 წლის და 1 თვის წინ
ბონუჩი: "ლაციოდან" შეთავაზება მქონდა"
ბონუჩი: "ლაციოდან" შეთავაზება მქონდა"

ტურინის "იუვენტუსიდან" "უნიონ ბერლინში" გადაბარგებული ლეონარდო ბონუჩი ადასტურებს, რომ ზაფხულში რომის "ლაციოსგანაც" ჰქონდა შეთავაზებული.

"ორი ვარიანტი მქონდა: ან "ლაციო", ან "უნიონი". აგვისტოს ბოლოს ეს უკანასკნელი ავირჩიე. ბუნდესლიგის პირველი ორი მატჩის ხილვის შემდეგ აქ მოსვლის საჭიროებაში საბოლოოდ დავრწმუნდი. ამაში თავისი როლი ატმოსფერომ, ფანებმა და გუნდმა ითამაშეს. 

მწვრთნელს გავესაუბრე და გადავწყვიტე, რომ შესაძლოა, ჩემთვის უკანასკნელი სეზონი ამ გუნდისთვის გამოცდილების გასაზიარებლად გამომეყენებინა.

იტალიაში 20 წელიწადი ვითამაშე. ვფიქრობ, ეს ტრანსფერი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მინდა, რომ როცა კარიერას დავასრულებ, მწვრთნელი გავხდე. ახლა შემეძლება დავაკვირდე განსხვავებას გერმანულ და იტალიურ მიდგომებს შორის," - თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის უკანახაზელმა "უნიონის" მაისურით ორი მატჩი ჩაატარა. იტალიელი ჯერ დიდად დამაჯერებლად ვერ გამოიყურება. "ჰოფენჰაიმთან" და "რეალთან" შეხვედრებში ლეომ შეცდომებიც დაუშვა, ერთხელ კი საკუთარ კარში პენალტიც აიკიდა.


Facebook კომენტარები