1 წლის და 11 თვის წინ
ცნობილია - როდის დაუბრუნდებიან ბრემერი, სანდრო და დანილო "იუვენტუსს"
ცნობილია - როდის დაუბრუნდებიან ბრემერი, სანდრო და დანილო "იუვენტუსს"
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო სამყაროს ყურადღება ყატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატისკენაა მიმართული.

ტურინის "იუვენტუსს" მუნდიალზე წარმომადგენლები მრავლად ჰყავდა, თუმცა ნახევარფინალურ ეტაპზე მათი რაოდენობა არც თუ ისე დიდია.

ხორვატიასთან მეოთხედფინალში მარცხის შემდეგ "ბიანკონერის" 3 ბრაზილიელი ფეხბურთელი ყატარს დაემშვიდობა - გლეისონ ბრემერი, ალექს სანდრო და დანილო დაისვენებენ, რის შემდეგაც გუნდს შეუერთდებიან.

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ თითოეული მათგანი 10 დღეზე მეტს დაისვენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი "იუვენტუსის" ვარჯიშებს 25 დეკემბრისთვის შეუერთდებიან.


Facebook კომენტარები