5 თვის და 1 კვირის წინ
ბერარდი იუვენტუსში? - რა ხდება რეალურად
ბერარდი იუვენტუსში? - რა ხდება რეალურად
ავტორი
Aa

ტურინის "იუვენტუსმა" შესაძლოა მომავალ ზაფხულს განაახლოს ინტერესი "სასუოლოს" ნახევარმცველის, დომენიკო ბერარდის მიმართ. 

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა 29 წლის იტალიელის სამომავლოდ ტრანსფერის ვარიანტს ჯერ არ გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს "იუვენტუსმა" ბერარდის სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს გადახდაზე უარი თქვა, კომპენსაციის ძალიან მაღალი ოდენობის გათვალისწინებით. 

მიმდინარე სეზონში ბერარდიმ იტალიის სერია A-ში ათ მატჩში 5 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.


Facebook კომენტარები