როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსმა" მიმდინარე სეზონის სტარტზე ანხელ დი მარია სრულიად უფასოდ დაიმატა.
არგენტინელი ვინგერის ტურინული ვოიაჟი არც თუ ისე კარგად მიმდინარეობს, რადგან მას ძირითადად ტრავმები აწუხებს და გუნდის დახმარებას იდად ვერ ახერხებს.
ამის გამო, მოსალოდნელია, რომ ანხელი 2022/23 წლების სეზონის დასრულების შემდეგ "ბებერ ქალბატონს" დატოვებს, კლუბი კი მის შემცვლელს აქედანვე ეძებს.
Voetbal Interbational-ის ინფორმაციით, "ბიანკონერის" ხელმძღვანელობა ტაიონ ბუშანანის გადაბირებით ინტერესდება, რომელიც "ბრიუგეში" ასპარეზობს.
კანადელმა ფეხბურთელმა თავი მსოფლიო ჩემპიონატზეც გამოიჩინა, სადაც 3 მატჩი თითქმის შეუცვლელად ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
ცნობისთვის, ტაიონის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 12 მილიონი ევროა, რაც 2 წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით 6-ჯერ მეტია.