1 წლის და 11 თვის წინ
"იუვე" და ალეგრი ვერ თანხმდებიან - მცირე უსიამოვნება კლუბში
"იუვე" და ალეგრი ვერ თანხმდებიან - მცირე უსიამოვნება კლუბში
ავტორი
Aa

ცნობილი და გავლენიანი იტალიური გამოცემა TuttoSport ტურინის "იუვენტუსთან" დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობასა და მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის შორის მცირე უთანხმოებაა.

როგორც ირკვევა, "ბიანკონერიში" ფიქრობენ, რომ ადრიენ რაბიო ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე უნდა გაიყიდოს, რათა ზაფხულში მან კლუბი სრულიად უფასოდ არ დატოვოს.

თავის მხრივ, ალეგრი ფიქრობს, რომ ფრანგი ნახევარმცველი გუნდში სეზონის ბოლომდე უნდა იყოს და მისი გაყიდვის წინააღმდეგია.

ჯერჯერობით უცნობია, რას მოიმოქმედებენ კლუბში, თუმცა ერთი რამ ცხადია - რაბიო "იუვენტუსის" დატოვებასთან ძალიან ახლოსაა.


Facebook კომენტარები