1 წლის და 11 თვის წინ
რაბიოს მსურველები არ აკლია - მსოფლიო დონის გრანდი საქმეშია
რაბიოს მსურველები არ აკლია - მსოფლიო დონის გრანდი საქმეშია
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ადრიენ რაბიოს ტურინის "იუვენტუსთან" კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ეწურება, მხარეები კი ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

ამის გამო, ფრანგი ნახევარმცველის უფასო ტრანსფერით მრავალი კლუბი ინტერესდება, მათ სიას კი კიდევ ერთი შეემატა.

Diario Sport წერს, რომ ადრიენის გადაბირებით კატალონიის "ბარსელონაც" ინტერესდება, რომელიც ზაფხულში მისი ტრანსფერის საკითხის მოგვარებას შეეცდება.

ცნობისთვის, რაბიო ამჟამად ყატარში იმყოფება, მისი ნაკრები კი ფინალში არგენტინას დაუპირისპირდება და მუნდიალზე ზედიზედ მეორე ტრიუმფის მოპოვებას შეეცდება.


Facebook კომენტარები