1 წლის და 10 თვის წინ
ალეგრის პირველი კომენტარი "მონცასთან" მატჩის შემდეგ
ალეგრის პირველი კომენტარი "მონცასთან" მატჩის შემდეგ
ავტორი
Aa

მასიმილიანო ალეგრიმ "მონცასთან" მატჩის შემდეგ DAZN-სთან კომენტარი გააკეთა, სადაც ბევრ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა.

"პირველი ტაიმი საშინელება იყო, მეორე ტაიმში სიტუაცია ოდნავ გამოვასწორეთ, თუმცა საკმარისი არ აღმოჩნდა. პირველი 45 წუთით ძალიან უკმაყოფილო ვარ და ამით აუცილებლად ბევრი უნდა ვისწავლოთ.

ჩვენმა მცველებმა კონცენტრაცია დაკარგეს და გოლებიც გავუშვით. პირველი გოლის შემდეგ მეტოქეს სათანადოდ ვერ ვუპასუხეთ.

მილიკი? მას ტრავმა აქვს, ტკივილი იგრძნო და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ, ჩვენ რაც შეიძლება ბევრი ქულა გვჭირდება შედეგისთვის. დიდი შრომის გაწევა მოგვიწევს, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ," - ამბობს იტალიელი სპეციალისტი.


Facebook კომენტარები