1 წლის და 2 თვის წინ
ტრანსფერი ბოლო წუთებზე დაიხურა - მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერაა დარჩენილი
ტრანსფერი ბოლო წუთებზე დაიხურა - მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერაა დარჩენილი
ავტორი
Aa

რომეო აგრესტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "იუვენტუსმა" გარიგება შეათანხმა.

ძალიან ავტორიტეტული ჟურნალისტის მტკიცებით, ლუკა პელეგრინი კარიერას "ლაციოში" გააგრძელებს. ეს უკვე დასტურდება.

იტალიელი მარცხენა მცველი რომაულ კლუბს სულ მალე შეუერთდება. როგორც ცნობილია, ეს იქნება იჯარა გამოსყიდვის უფლებით.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ლუკა "ფრანკფურტში" ასპარეზობდა, სადაც თავი კარგად ვერ წარმოაჩინა და კლუბის დატოვება გადაწყვეტილი ჰქონდა.

ახლახანს კი შავ-თეთრებმა მწვანე შუქი აუნთეს მას და დათანხმდნენ "ლაციოში" ტრანსფერს.


Facebook კომენტარები