1 წლის და 9 თვის წინ
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დასრულდა! - რა მოხდა "იუვესთვის" ამ პერიოდში
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დასრულდა! - რა მოხდა "იუვესთვის" ამ პერიოდში
ავტორი
Aa

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა იტალიის სერია ა-ში უკვე ოფიციალურად დასრულდა.

ტურინის "იუვენტუსს" ამ 1 თვის განმავლობაში ტრანსფერი არ გაუკეთებია, რაც მოსალოდნელი იყო იქედან გამომდინარე, რაც ახლა კლუბში ხდება.

"ბებერმა ქალბატონმა" იანვრის ბაზარზე მხოლოდ და მხოლოდ ვესტონ მაკკენი გაუშვა იჯარით, "ლიდს იუნაიტედში".

ასევე აღსანიშნავია ლუკა პელეგრინის იჯარა რომის "ლაციოში". მიდიოდა საუბრები მარლი აკეს და მატიას სულეს განათხოვრებაზეც, თუმცა ორივე მათგანი კლუბში დარჩება.

საბოლოოდ, ეს თვე და ეს სატრანსფერო ფანჯარა ვერანაირად იქნება დადებითი კლუბისთვის, ეს მოსალოდნელიც იყო.

იმედი ვიქონიოთ, რომ უახლოეს მომავალში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება, როგორც თამაშის, ასევე ტრანსფერების კუთხით.


Facebook კომენტარები