1 წლის და 2 თვის წინ
ვლაჰოვიჩის მომავალთან დაკავშირებით ესპანელი ჟურნალისტი მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს
ვლაჰოვიჩის მომავალთან დაკავშირებით ესპანელი ჟურნალისტი მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს
ავტორი
Aa

ცნობილი საფეხბურთო ჟურნალისტი თომას გონსალესი ახალ ცნობებს ავრცელებს დუშან ვლაჰოვიჩის მომავალთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ტურინის "იუვენტუსის" ზემოაღნიშნულმა შემტევმა საკუთარი თავი "სამეფო გუნდს" შესთავაზა.

როგორც ირკვევა, სერბის ოცნება სწორედ "რეალის" რიგებში თამაშია, რისთვისაც მზადაა, "ბიანკონერი" დატოვოს.

თავის მხრივ, "ბლანკოსი" კარიმ ბენზემას შემცვლელს ეძებს და საინტერესო იქნება განიხილავს თუ არა გუნდი დუშანის კანდიდატურას.

ეს ყველაფერი ესპანელი ჟურნალისტის გავრცელებული ცნობაა და უცნობია რამდენად შეესაბამება რეალობას. ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტები ამაზე არაფერს წერენ.

აქვე გეტყვით, რომ ვლაჰოვიჩს ტურინელებთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.


Facebook კომენტარები