1 წლის და 2 თვის წინ
"ლაციოს" წინააღმდეგ "იუვეს" ქომაგებს სიურპრიზი ელით - ამას დიდი ხანი ველოდით
"ლაციოს" წინააღმდეგ "იუვეს" ქომაგებს სიურპრიზი ელით - ამას დიდი ხანი ველოდით
ავტორი
Aa

დღეს ღამე, ჩვენი დროით 00:00 - ზე, "იუვენტუსი" "ლაციოს" წინააღმდეგ იტალიის თასზე მეოთხედფინალურ მატჩს გამართავს.

აღსანიშნავია, რომ gazzeta dello sport - ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მასიმილიანო ალეგრი 3-5-2 სქემაზე ფიქრობს.

წყაროს მტკიცებით, იტალიელი მწვრთნელის გეგმაშია, რომ წინ დუშან ვლაჰოვიჩისა და ფედერიკო კიეზას წყვილით შეუტიოს სარის გუნდს.

თუ მაქსმა ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო, პირველი შემთხვევა იქნება სერბისა და იტალიელის ერთად თამაშის, შავ-თეთრების რიგებში.


Facebook კომენტარები